ვახტანგ მახალდიანის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ვახტანგ მახალდიანის ქუჩაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.
მისამართზე 8 წუთში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, დაიწყო სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია და ხანძრის ქრობის სამუშაოები. ადგილზე მისული ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო რამდენიმე საცხოვრებელ სახლზე.
მჭიდროდ დასახლებულ უბანში, არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება", – წერია ინფორმაციაში.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 70-მდე მეხანძრე-მაშველი და 15 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.