NCDC-იმ გამოაქვეყნა სტატისტიკა თუ რა რაოდენობის ადამიანს აქვს ქვეყნის რეგიონების მიხედვით აცრის მინიმუმ ერთი დოზა გაკეთებული. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ვაქცინირებული ადამიანი თბილისშია, სადაც მინიმუმ 1 დოზით 512,618 ადამიანი, ორივე დოზით კი 483,311 ადამიანი აიცრა. დედაქალაქში მინიმუმ 1 დოზით აცრილია მთლიანი მოსახლეობის 43%. შესაბამისად, ქვეყანაში ვაქცინირებული ადამიანების ნახევარი სწორედ თბილისშია, მეორე ნახევარი კი ქვეყნის დანარჩენ რეგიონებზე ნაწილდება.
მინიმუმ 1 დოზით აცრილთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით:
● თბილისი - 512,618 ადამიანი, მთლიანი მოსახლეობის 43%;
● იმერეთი - 114,148 ადამიანი, მთლიანი მოსახლეობის 24%;
● აჭარა - 112,199 ადამიანი, მთლიანი მოსახლეობის 34%;
● სამეგრელო-ზემო სვანეთი - 66,087 ადამიანი, მთლიანი მოსახლეობის 21%;
● შიდა ქართლი - 56,322 ადამიანი, მთლიანი მოსახლეობის 22%;
● კახეთი - 47,729 ადამიანი, მთლიანი მოსახლეობის 15%;
● ქვემო ქართლი - 42,289 ადამიანი, მთლიანი მოსახლეობის 10%;
● გურია - 24,669 ადამიანი, მთლიანი მოსახლეობის 23%;
● მცხეთა-მთიანეთი - 24,055 ადამიანი, მთლიანი მოსახლეობის 26%;
● სამცხე-ჯავახეთი - 19,854 ადამიანი, მთლიანი მოსახლეობის 13%;
● რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8,081 ადამიანი, მთლიანი მოსახლეობის 28%.
მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით ყველაზე ცოტა აცრილი ქვემო ქართლში ცხოვრობს, სადაც მხოლოდ 10%-ია ვაქცინირებული. მოსახლეობის 13%-ია აცრილი სამცხე-ჯავახეთში, 15% კი კახეთში, რაც მეტყველებს იმაზე რომ რეგიონების მოსახლეობისთვის ადეკვატური საინფორმაციო კამპანია არ ჩატარებულა.
ბოლო 24 საათში საქართველოში მხოლოდ 1,402 აცრა ჩატარდა და ამ აცრების ნახევარზე მეტი მეორე დოზების ვაქცინაცია იყო.
ამჟამად ქვეყანაში 1.04 მილიონი ადამიანია მინიმუმ 1 დოზით აცრილი, რაც მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 28%-ია. საქართველოს მთავრობის გეგმაა წლის ბოლომდე ზრდასრული (18+) ზემოთ მოსახლეობის 60%-ის აცრა, რისთვისაც დარჩენილი 61 დღის განმავლობაში 667 ათასი ადამიანის ვაქცინაცია უნდა მოხდეს, ეს კი ვაქცინაციის არსებული ტემპის გაათმაგების გარეშე ვერ მოხერხდება.




























