თბილისში, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირზე, ისნის მეტროსთან ახლოს, სახელმწიფო ქონება ელექტრონულ აუქციონზე გაიყიდა.
დღეს დასრულებული აუქციონის შედეგის თანახმად, 3 299 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 6.5 მილიონ ლარად გაიყიდა. ქონების საწყისი ღირებულება 6.4 მილიონი ლარი იყო.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეიძინა ქონება და რა მიზნობრიობით მოხდება მისი გამოყენება. აუქციონს თან დამატებითი საინვესტიციო ვალდებულებები არ ახლდა. ქონების აღწერილობაში კი მითითებულია, რომ მისი განვითარება მულტიფუნქციური დანიშნულებით შეიძლება.