მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თბილისში რუსებისა და ბელარუსების მხრიდან COWORKING სივრცეებზე მოთხოვნა გაათმაგებულია” - REGUS

6230a9bd86550
ანუკა ჯოხაძე
15.03.22 23:22
1309
მას შემდეგ რაც მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა, ის საერთაშორისო კომპანიები, რომლებმაც რუსეთი დატოვეს, საქართველოს ბაზრით დაინტერესდნენ.

როგორც უძრავი ქონების სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, დამატებითი მოთხოვნა გაჩნდა კომერციულ ფართებზე. თუმცა მათი თქმით, ძირითადი ინტერესი ამ ეტაპზე საერთო სამუშაო სივრცეებზეა.

როგორც კომპანია REGUS-ის რეგიონული მენეჯერი რუსუდან ჩაკვეტაძე აცხადებს, ბოლო 20 დღის განმავლობაში მათ სივრცეებზე მოთხოვნა 10-ჯერ მაინც არის გაზრდილი. ჩაკვეტაძის თქმით, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ისედაც მაღალი დატვირთულობის გამო ვერ ახერხებენ.

ის ამბობს, რომ ძირითადი მომართვიანობა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან შეიმჩნევა.

“საერთო სამუშაო სივრცეებზე ომამდე 1 კვირით ადრე მოთხოვნის ზრდა დაიწყო. გაათმაგებულია მოთხოვნა. ესენი არიან IT კომპანიები, რომლებიც მუშაობდნენ და ოფისები ჰქონდათ რუსეთში და ბელარუსში. ოფისების ცვლილების ძირითადი მიზეზი არის სანქციები. არიან როგორც საერთაშორისო კომპანიები, ისე ადგილობრივი რუსული და ბელარუსული კომპანიები. ისინი თანამშრომლებისთვის ქირაობენ ოფისებს, რომლებიც საქართველოში გადმოჰყავთ. ჩვენი სივრცეებით ეს ადამიანები არ სარგებლობენ, რადგან ჩვენ უკრაინაშიც გვაქვს ოფისი და ომამდე იქიდან ჩვენი კომპანიები გადმოვიყვანეთ. შესაბამისად, ისედაც სავსე გვქონდა ორივე ობიექტი, ამიტომ ეს მოთხოვნა ვერ დავაკმაყოფილეთ. შემოდის მოთხოვნა, საიტზე რეგისტრირდებიან, ვხედავთ ციფრებს, მაგრამ მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ", - აცხადებს კომპანია REGUS-ის რეგიონული მენეჯერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები