მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში საპროტესტო მარში რამდენიმე ადგილიდან მიმდინარეობს - დეტალები

სს

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თბილისში რამდენიმე ადგილიდან საპროტესტო მარში მიმდინარეობს.

მარშის მონაწილეები დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში შეიკრიბნენ და ერთდროულად, 18:00 საათზე დაიძრნენ, საბოლოდ კი გმირთა მოედანზე გაერთიანდებიან.

მარშის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო გზის ერთი მხარე აქვთ გადაკეტილი.

აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოს დროშები აქვთ მოტანილი. მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ -"გაიფიცე","გადაეცით მთავრობას, რომ მეომარი ქართველები უკან არ იხევენ".

ამის გარდა, მიმდინარეობს: იუნკერების სახელობის მარში ამაღლების ქუჩიდან. მარჯანიშვილის მოედნიდან ვალიკო ჯუღელის სახელობის მარში. სადგურის მოედნიდან ვალოდია გოგუაძის სახელობის მარში. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გოგი ალექსი-მესხიშვილის სახელობის მარში.

ამასთან, დღესვე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოწოდებით, მოქალაქეები 21:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან ლოზუნგით: „არა რუსულ ოკუპაციას“ .

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები