მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში, უცხოელებიდან ყველაზე მეტ ბინას ისრაელის მოქალაქეები ყიდულობენ - Galt & Taggart

თბილისი

Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის თანახმად, უცხოელებიდან ყველაზე მეტ ბინას ისრაელის მოქალაქეები ყიდულობენ.

2026 წლის პირველ კვარტალში გაყიდული ბინების 12% სწორედ ისრაელის მოქალაქეებზე მოდიოდა, რომელსაც 3%-ით რუსეთის მოქალაქეები მოსდევენ. ჯამურად სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე კი გაყიდვების 14% მოდის. საქართველოს მოქალაქეების წილი გაყიდვებში 70%-ია.

პირველად ბაზარზე, ანუ დეველოპერსა და ფიზიკურ პირს შორის განხორციელებულ ტრანზაქციებზე, Galt & Taggart სისტემატურად ატარებს დეველოპერების გამოკითხვას. 2026 წლის მარტში, საინვესტიციო ბანკმა ჩაატაეა სისტემური დეველოპერების გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 100-ზე მეტ მშენებარე საცხოვრებელ პროექტს თბილისში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 50%-ს). სწორედ აღნიშნულ გამოკითხვას ეფუძნება ინფორმაცია უცხოელებზე გაყიდულ ბინებთან დაკავშირებით.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეების წილი მთლიან გაყიდვებში მცირდება და შესაბამისად, უცხოელების დაინტერესება მზარდია.

უძრავი ქონების გაყიდვები მოქალაქეობის მიხედვით

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები