მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში ვაქცინაციის კაბინეტებს არ დავამატებთ, აქტივობა ყველა რეგიონში უნდა იყოს - ტიკარაძე

60a7a4f908794
ინგა მურუსიძე
21.05.21 16:31
896
დღეს საქართველოში კიდევ ერთი ჩინური ვაქცინა "სინოვაკით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაიწყო. დღის 12:00 საათზე დაწყებული რეგისტრაციის მიუხედავად, თბილისში აცრის ყველა კაბინეტი უკვე დაკავებულია.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მიუხედავად დიდი მოთხოვნისა, თბილისში ვაქცინაციის კაბინეტები არ დაემატება.

"ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ თბილისში კაბინეტები არის დასამატებელი, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ აქტივობა უნდა იყოს როგორც დედაქალაქში, ისე - რეგიონებში და ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს, რომ მხოლოდ ერთ ლოკაციაზე გვქონდეს ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი. საქართველოს ყველა რეგიონში უნდა იყოს თანაბარი ხელმისაწვდომობა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ვაქცინაციის ჯგუფისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ
შედგენილია სქემა, თუ რომელ ლოკაციაზე რამდენი აცრის კაბინეტი უნდა იყოს და ამ პრინციპით წყდება ეს საკითხი.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ აწყობს სახელმწიფო აცრის მასშტაბურ კაბინეტს, მაგალითად იპოდრომზე ან სხვა ადგილას, ტიკარაძე ასე პასუხობს: "სწორი პერიოდი იმისთვის, რომ დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია როგორც საგამოფენო სივრცეებში, ისე იპოდრომსა ან სტადიონებზე, ივლისში დადგება".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები