თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, N42-44-ში მდებარე სახელმწიფო ქონება ელექტრონულ აუქციონზე იყიდება.
საპრივატიზებო ობიექტის საერთო ფართობი 578 კვადრატული მეტრია. ის შედგება 215.18 კვ.მ; 49.60 კვ.მ; 116.65 კვ.მ; ასევე 197.33 კვ.მ ფართების და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისგან. ქონების საწყისი ფასი 1 615 000 ლარია.
აუქციონი 17 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს დასრულდება, ვაჭრობის ბიჯი კი 5 000 ლარს შეადგენს.