მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედების გამო, მანამდე არსებული საფასურის გაუქმება არ იგეგმება

5f74c6075119a
ანუკა ჯოხაძე
30.09.20 23:30
2457
იქამდე სანამ სხვადასხვა ქუჩაზე, თბილისში ზონალურ საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდებოდა, ადგილობრივები თბილისის პარკინგის საფასურს წინასწარ იხდიდნენ, რომლის საშუალებითაც კონკრეტული თვეების განმავლობაში სხვადასხვა გამზირებზე ავტომობილების გაჩერების უფლება ჰქონდათ. აღნიშნული გადასახადი დღესაც მოქმედებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტულ ქუჩებზე უკვე ამოქმედდა ზონალურ საათობრივი პარკირების სისტემა, არ აქვს მნიშნელობა უკვე გადახდილი გაქვთ თუ არა წინასწარ რამდენიმე თვის პარკირების საფასური, ადგილზე ავტომობილის გაჩერებისთვის საათში 1 ლარი მაინც უნდა გადაიხადოთ.

როგორც ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი ამბობს, აღნიშნული გადასახადის გაუქმება არ მოხდება, რადგან ზონალურ საათობრივი პარკირების სისტემა მთელი ქალაქის მასშტაბით ყველა ქუჩაზე არ ამოქმედდება.

“ფასიანი პარკირება იქნება მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, სადაც არის მაღალი მობილობა, ანუ სადაც ძალიან მაღალი არის კერძო ავტომობილებით გადაადგილება და შესაბამისად მაღალი მიზიდულობის ცენტრებია, თუმცა ჩვენ გვაქვს ადგილები თბილისში, მათ შორის საბურთალოზე, რომელზეც არ არის ფასიანი პარკირება, შესაბამისად ამ ადგილებში მოუწევს ადამიანს სააბონენტო გადასახადის გადახდა, რომ გააჩეროს ე.წ უფასო ადგილას. თუმცა ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ არის საზოგადოებრივი სივრცე და სწორედ ამ სივრცის გამოყენებისთვის იხდიან ამ გადასახადს. ხოლო იქ, სადაც არის მაღალი მობილობა იქ მოუწევს საათობრივი ფასიანი პარკირების გადახდა", - ამბობს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი.

ცნობისთვის, პეკინზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 10 სექტემბერს ამოქმედდა. იმ ქუჩებზე კი სადაც ზონალურ საათობრივი სისტემა მოქმედებს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილებისთვის პარკირება არის უფასო. დანარჩენ შემთხვევაში, გადასახადი საათში 1 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები