2025 წლის თებერვალში jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რიცხვი თითქმის 20%-ით 5 589-მდე შემცირდა.
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით ჯამში 16 683 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2023–2024 წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ვაკანსიების საერთო რაოდენობის კლებაში ყველაზე დიდი გავლენა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიას ჰქონდა. თებერვალში კატეგორიების მიხედვით ყველაზე მეტი ვაკანსია გაყიდვებში (20%) გამოქვეყნდა, მეორე ადგილზეა 18%-ით ადმინისტრაცია და მენეჯმენტი, ხოლო მესამე ადგილს ფინანსები 16%-ით იკავებს.
2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, 3 547 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2023–2024 წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია. 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, 2 621 ვაკანსია გამოქვეყნდა ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში, რაც 2023–2024 წლების შესაბამის პერიოდთან 8%-იანი კლებაა.