მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თებერვალში მშენებლობა წლიურად გაძვირდა, თვის ჭრილში მცირედით გაიაფდა - რამ იქონია ინდექსზე გავლენა?

მშენებლობა

თებერვალში მშენებლობა წლიურად გაძვირდა, თვის ჭრილში მცირედით გაიაფდა - საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების ინდექსის თებერვლის მონაცემებით, ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 2.4%-ით.

მათ შორის:

⦁ საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.5%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3%-ით;

⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 2.1%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 4.7%-ით;

⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.2%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 1%-ით.

აღნიშნულ პერიოდში, 2025 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2.4%-ით გაიზარდა. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 9.8%-იანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 4.6%-იანი ზრდით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში, შესაბამისად, 2.89 და 0.29 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

2026 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით შემცირდა.

აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.7%-იანი კლებით, რამაც -0.44 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 23.7%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები