რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 81%-ით გაიზარდა ნავთობიდან მიღებული შემოსავალი და მან 10.4 მილიარდ დოლარს, ანუ 945.6 მილიარდ რუბლს მიაღწია.
Reuters-ის თანახმად, რუსეთი აქტიურად ზრდის ნავთობიდან მიღებულ შემოსავალს, იანვართან შედარებით, შემოსავლები თებერვალში 40%-ით არის გაზრდილი.
2024 წლის ბიუჯეტის თანახმად, რუსეთის მთავრობა ნავთობიდან და გაზიდან 11.5 ტრილიონი რუბლის, ანუ 126 მილიარდი დოლარის მიღებას გეგმავს, რაც 2023 წელთან შედარებით 30%-ით მეტია.