მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თებერვალში სააგენტო BM.ge-ის სიახლეები 1.9 მილიონჯერ წაიკითხეს

BMG სააგენტო
03.03.26 12:10
273

Google Analytics-ის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში სააგენტო BMG-ის სტატიები და სიახლეები 1.9 მილიონჯერ წაიკითხეს.

Google Analytics-ის თანახმად, ამ სიახლეებს სულ 364 ათასი უნიკალური მკითხველი (Users) გაეცნო.

მათ შორის საქართველოდან ვებგვერდს 318 ათასი მკითხველი ჰყავდა, აშშ-დან - 16 ათასი, გერმანიიდან 3.6 ათასი; ირლანდიიდან - 2.8 ათასი; რუსეთიდან - 2.6 ათასი; შვედეთიდან 2.4 ათასი; იტალიიდან კი 2.3 ათასი.

სისტემის თანახმად, წელს BMG-ის მკითხველთა 54% ქალი, 46% კი კაცია.

საძიებო სისტემაში (Google) კი bm.ge-ის სიახლეები შედეგებში 3.6 მილიონჯერ იყო ნაჩვენები.

გასულ თვეში Bm.ge-ის ვებგვერდზე ყველაზე ხშირად შემდეგი სიახლეები წაიკითხეს:

  1. რუსეთი აფხაზეთის გავლით საქართველოსთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს - 24,646 წაკითხვა;
  2. უცხოელებს კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა აღარ შეეძლებათ - მთავრობამ ნულოვანი კვოტა განსაზღვრა - 22,072 წაკითხვა;
  3. "პრემიერის ინიციატივის გათვალისწინებით, კვერცხის ფასს ვამცირებთ" - მწარმოებელთა განცხადება - 21,321 წაკითხვა;
  4. ირაკლი რუხაძის და ბიძინა ივანიშვილის "ქართული ცემენტის" მოგება გაორმაგდა - ფინანსური ანგარიში - 15,588 წაკითხვა;
  5. 2022 წლამდე რეგისტრირებულ ათიათასობით კომპანიას რეესტრში ამონაწერის განახლებისთვის ვადა 31 მარტამდე აქვს - 15,574 წაკითხვა;
  6. მთავრობა ავტომფლობელებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დაწესებას გეგმავს - 15,221 წაკითხვა;
  7. მთავრობა პლასტმასის ბოთლებით სასმელების გაყიდვის აკრძალვას გეგმავს, მათ შორის - წყლის - 14,282 წაკითხვა;
  8. რამდენიმე ბანკმა გამოთქვა მზადყოფნა, საბანკო მომსახურება გაგვიწიოს... არ გვსურს, დარტყმის ქვეშ დავაყენოთ რომელიმე მათგანი - „იმედი“ - 13,492 წაკითხვა;
  9. მთავრობა საერთაშორისო მნიშვნელობის გზებიდან 200 მეტრის ფარგლებში მშენებლობების შეზღუდვას გეგმავს - 12,166 წაკითხვა;
  10. მემკვიდრეობითი სამართალი: ვის რჩება უძრავი ქონება? - 11,490 წაკითხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები