მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თებერვალში საქართველოს ექსპორტი რეკორდული 60%-ით გაიზარდა და $429 მლნ იყო

622eeb7054d90
შოთა ტყეშელაშვილი
14.03.22 11:15
1232
დღეს გამოქვეყნდა 2022 წლის თებერვლის საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტი წინა წელთან შედარებით 60%-ით, ანუ 161 მილიონი დოლარით გაიზარდა და $429 მილიონი იყო. 

იმპორტის მოცულობამ კი 344 მილიონი დოლარით იმატა და 992.7 მილიონ დოლარს შეადგენდა. 

მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ქართული ექსპორტი 760 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 54%-ით მეტია, იმპორტი კი 1.78 მილიარდს შეადგენდა, რაც ასევე 47%-ით არის გაზრდილი.

საქსტატი 21 მარტს გამოაქვეყნებს დეტალურ სტატისტიკას, თუ რომელი სასაქონლო ჯგუფების იმპორტი და ექსპორტი არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები