მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თებერვალში სავალუტო რეზერვები 4.7 მილიარდ დოლარამდე შემცირდა

6407351411b83
შოთა ტყეშელაშვილი
07.03.23 17:30
950
სტატიაში საუბარია:
ეროვნულმა ბანკმა თებერვლის თვის სავალუტო რეზერვების სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში ქვეყნის რეზერვების მოცულობა 179 მილიონი დოლარით შემცირდა და მან 4.74 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკაში არაა წარმოდგენილი თუ რამ განაპირობა ეს შემცირება. სავარაუდოდ, ეს კლება სახელმწიფო ვალების მომსახურების ოპერაციებთან იქნებოდა დაკავშირებული.

პარალელურად, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე დოლარის შესყიდვებს აგრძელებს. იანვარში სებ-მა Bmatch პლატფორმით 155 მილიონი დოლარი შეისყიდა, რაც ამ პლატფორმით განხორციელებული მაქსიმალური ოპერაცია იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები