მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ted Baker-ი დიდ ბრიტანეთში დარჩენილ 31  მაღაზიას  ხურავს

Ted Baker

მაღალი მოდის ბრენდი Ted Baker-ი დიდ ბრიტანეთში დარჩენილ 31 მაღაზიას ამ კვირაში დახურავს. BBC -ის ინფორმაციით მაღაზიები სამშაბათის ბოლომდე ყველა მაღაზია დაიხურება, რაც 500-ზე მეტ სამუშაო ადგილის გაუქმებას ნიშნავს.

Ted Baker-ის ინტელექტუალურ საკუთრებას ამერიკული Authentic Brands Group-ი ფლობს, ხოლო დიდ ბრიტანეთში ბრენდს NODL ჰოლდინგი მართავს.

Authentic Brands-ის თქმით, რომ სხვა ფირმებთან ურთიერთობით მიღებული ზარალის დაძლევა მათთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. აპრილში კომპანიამ 15 მაღაზია დახურა. პრობლემებამდე Ted Baker-ის ბრენდით დიდ ბრიტანეთში 46 მაღაზია ფუნქციონირებდა, სადაც 975 ადამიანი იყო დასაქმებული. ასევე მუშაობდა ონლაინ პლატფორმა.

კომპანია, ბიზნესის აღსადგენად, განიხილავდა ბრენდის პოტენციურ გაერთიანებას ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის განიხილებოდა Next -თან გაერთიანებაც, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.

Ted Baker-ის ბრენდმა საქმიანობაა 1988 წელს დაიწყო, მამაკაცის ხაზით, თუმცა 2019 წლის შემდეგ კომპანიას პრობლემები აქვს.

.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები