მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თელავის აეროპორტით კახეთს დავაკავშირებთ ყველა შიდა და საერთაშორისო აეროპორტთან" - მინისტრის მოადგილე

თელავის აეროპორტი

"თელავის აეროპორტით კახეთს დავაკავშირებთ ყველა შიდა და საერთაშორისო აეროპორტთან" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

ცნობილია, რომ თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეპტ-დიზაინის კონკურსზე შერჩევის პროცესი დასრულებულია და მალე მშენებლობა დაიწყება.

ქვრივიშვილის თქმით, აეროპორტში პირველ ეტაპზე მხოლოდ შიდა ფრენები განხორციელდება.

"თელავის აეროპორტით კახეთს დავაკავშირებთ ყველა შიდა და საერთაშორისო აეროპორტთან, იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ტურისტული მობილობის ზრდას კახეთის რეგიონში. ჩვენ პირველ ეტაპზე გვექნება შიდა ფრენები იგივე მესტიაში და ბათუმში. ამით, ტურისტული დანახარჯები თანაბრად გადანაწილდება ყველა რეგიონზე", - განაცხადა ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, რატომ არ ხდება თელავის აეროპორტის საერთაშორისო აეროპორტად პოზიციონირება და გარდაქმნა.

"გეგმაში გვაქვს, რომ თელავის აეროპორტის სამშენებლო სამუშაოები წელსვე დავიწყოთ, რომ რაც შეძლება მალე მიიღოს თელავის აეროპორტმა პირველი მგზავრი.

არსებული ხელშეკრულება, რომელიც მართვის მოდელით არის გადაცემული საერთაშორისო ორგანიზაცია TAV-ზე, ზღუდავს მთავრობას, რომ გახსნას და აოპერიროს თელავის აეროპორტი მანამ, სანამ არსებული ხელშეკრულება არის ძალაში. აღნიშნულ ხელშეკრულებას ვადა გასდის 2027 წლის დასაწყისში და აღნიშნული ტერმინალის დაგეგმარებაც და პროექტირებაც ისეთი ფორმით კეთდება, რომ ქვეყანამ შეძლოს საჭიროების შემთხვევაში დამატებითი შესაბამისი ცვლილებების შეტანით, შემდგომში გარდაქმნას შიდა აეროპორტი საერთაშორისო აეროპორტად,“- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის, თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტის ღირებულებაში საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დღგ-ის გარეშე 296 000 ლარს გადაიხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები