მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Telegram-ი ორშაბათს, როდესაც Facebook-ი გათიშული იყო, 70 მლნ-მა ახალმა მომხმარებელმა გადმოწერა

615de77ef2c25
თამთა ჯიჯავაძე
07.10.21 00:10
787
შეტყობინებების აპლიკაცია Telegram-ი ორშაბათს, როდესაც Facebook-ი დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში გათიშული იყო, 70 მილიონმა ახალმა მომხმარებელმა გადმოწერა. ამის შესახებ Telegram-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი პაველ დუროვი აცხადებს. The Verge-ის ცნობით, დაშიფრულმა შეტყობინებების აპლიკაცია Signal-მაც იმავე პერიოდში მილიონობით ახალი მომხმარებელი შეიძინა.

იანვრის მონაცემებით, Telegram-ს ყოველთვიურად 500 მლნ აქტიური მომხმარებელი ჰყავდა. იანვარშიც ამ აპლიკაციის გადმოწერების რაოდენობამ ათობით მლნ შეადგინა, მაშინაც ახალი მომხმარებლების მკვეთრი ზრდა Facebook-ის შეფერხებით მუშაობამ გამოიწვია.

ცნობისთვის, Telegram-ი 2013 წელს ძმებმა ნიკოლაი და პაველ დუროვებმა შექმნეს. მათი დაარსებულია რუსული სოციალური ქსელი VK-ც, რომელიც 2014 წელს დატოვეს, ვინაიდან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრები დაეუფლენ მას. მაშინ პაველ დუროვმა მისი წილი აღნიშნულ სოციალურ ქსელში გაყიდა და რუსეთიც დატოვა.