2024 წლის მესამე კვარტალში რადიოების კომერციული სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა, ტელევიზიების კი შემცირდა.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 25%-ით 2.1 მლნ ლარამდე გაიზარდა.
კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს. კომისიის ინფორმაციით, კომერციული სარეკლამო შემოსავლის 90% პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო დანარჩენი სპონსორობაზე მოდიოდა.
მესამე კვარტალში ყველაზე მაღალშემოსავლიანი რადიოები:
- რადიო ჰოლდინგი ფორტუნა - 1.3 მლნ ლარი
- რადიო იმედი - 181 ათასი ლარი
- რადიო პალიტრა - 96.3 ათასი ლარი
- ქართული რადიო - 90 ათასი ლარი
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის III კვარტალში ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავლები 10%-ით 16 მლნ ლარამდე შემცირდა.
კომერციული სარეკლამო შემოსავალი რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.
კომისიის განცხადებით, შემოსავლების კლების მიზეზი საპარლამენტო არჩევნები იყო, რადგან მოქმედი კანონმდებლობა, აღნიშნული პერიოდის მიმდინარეობისას მაუწყებლებს უფლებას აძლევს საკუთარ ეთერში განათავსონ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა. შესაბამისად, ამ პერიოდში მაუწყებლების მიერ რეკლამის განთავსებისთვის დათმობილი დრო კომერციულ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს შორის განაწილდა, რამაც კომერციული რეკლამისათვის დათმობილი დრო შეამცირა.
მე-3 კვარტალშიც ტრადიციულად წელსაც ყველაზე მაღალი შემოსავალი ტელეიმედს ჰქონდა, მეორე ადგილზე იყო "რუსთავი 2", ხოლო მესამე ადგილს "მთავარი არხი" იკავებდა.