მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თემურ ჭყონია: დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის ჯარიმების პატიება არ შეიძლება

61126933d60c5
BM.GE
10.08.21 15:53
1507
ბიზნესმენი თემურ ჭყონია სახელმწიფოს ეპიდემიის მართვის პროცესში თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. BMG-ის კითხვაზე პასუხისას ჭყონია ამბობს, რომ თუკი სახელმწიფო აწესებს სტანდარტს, რომ რეგულაციების დარღვევისთვის უნდა იყოს ჯარიმები, მაშინ ამ ჯარიმების ჩამოწერა არასწორ სიგნალს წარმოადგენს. თემურ ჭყონია აცხადებს, რომ არსებულ ვითარებაში მთავრობა ემოციური გადაწყვეტილებების ნაცვლად, აპრობირებულ სტანდარტებს და მიდგომებს უნდა იყენებდეს.

“ყველაზე ცუდი ის არის, რომ დაწესებული რეგულაციების დარღვევებისთვის ადამიანებს რა ჯარიმებიც უნდა გადაეხადათ, ასეთი ჯარიმების პატიება არ შეიძლება. ამიტომ რაღაც თანმიმდევრულობა უნდა იყოს დაცული - თუკი შემოვიღეთ სტანდარტი, რომ უნდა გვქონდეს ჯარიმები, მაშინ ხანრძლივად უნდა იყოს ჯარიმები, თუ არ შემოვიღეთ მაშინ არ უნდა იყოს. ჩვენ რაღაც სტანდარტებს და წესებს უნდა ვეყრდნობოდეთ და არა ემოციურ განცხადებებს და შეხედულებებს. არსებობს მსოფლიოში აპრობირებული სტანდარტები და მიდგომები და ამას უნდა შევხედოთ,”- ამბობს თემურ ჭყონია.

შეგახსენებთ, საქართველოში COVID რეგულაციების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები 2021 წლის 24 ივნისს ჩამოიწერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები