მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია: საპენსიო ფონდში ფულის შეტანა უნდა შეჩერდეს, რისთვის ვაგროვებთ ფულს?!

5e7ccbb1705bd
თელარა გელანტია
26.03.20 19:37
2570
"დროებით შეჩერდეს საპენსიო შენატანების განხორციელება", - ეს რჩევა საქართველოს მთავრობას უკვე ორმა სოლიდურმა ორგანიზაციამ მისცა. ერთ-ერთი საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ია, რომელმაც კორონავირუსის და გლობალურად ნავთობის ფასების ვარდნისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკის საქართველოზე ზეგავლენის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. უფრო ადრე და იგივე რეკომენდაციით გამოვიდა საქართველოს ექს-პრემიერ ნიკა გილაურის მიერ დაფუძნებული Reformatics-ი. საკონსულტაციო კომპანიის გათვლებით, საპენსიო შენატანების 12 თვით შეჩერება დასაქმებულებს ამ კრიზისულ ვითარებაში 400 მილიონ ლარს, ხოლო ცენტრალურ ბიუჯეტს 200 მილიონ ლარს დაუზოგავსშენატანების შეჩერების ინიციატივით და სურვილის შემთხვევაში, ფონდის საპენსიო ანგარიშებზე არსებული თანხის მოქალაქეებისთვის დაბრუნევის ინიციატივით გამოდის პარტია „ევროპული საქართველოც“.

საპენსიო ფონდში შენატანების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, Bm.ge-მ ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მოსაზრებაც მოისმინა.

"საპენსიო ფონდი თავისი იდეოლოგიით არის კეთილი სიბერის შესაქმნელად. თუ ამ ფილოსოფიას გავყვებით და დღეს კორონავირუსი არსებობს, შეიძლება კეთილ სიბერეს ვერ მოვესწროთ. აქედან გამომდინარე, რისთვის ვაგროვებთ ფულს? - არავისთვის. ამიტომ ეს უნდა შეჩერდეს. ვფიქრობ, საპენსიო ფონდის უფრო კარგი პროგრამა უნდა დაიდოს. ეს პროგრამა მე არ მომწონს. რატომ? - საპენსიო ფონდის მთელი მუღამი და დანიშნულება არის, რომ შეგროვდეს რაღაც ფული, რომელიც იმუშავებს შენი შენატანის გასაორმაგებლად და გასასამმაგებლად, თორემ სულ რომ იმის შიში გაქვს, სად არის ჩემი ფულიო, არ გირჩევნია, შენ თვითონ შეიტანო ანგარიშზე და უყურო მაინც რამდენი შეგიგროვდა?! საპენსიო ფონდი უცხოეთში რომ იქმნება, ადამიანებს სურვილი აქვთ, რომ შევიდნენ და ჩვენ სურვილი არ გვაქვს. რასაც ვიხდით ფონდში, ძალდატანებითია", - ამბობს ბიზნესმენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები