თემურ ქარჩავას ბიზნეს-ჯგუფი დიმიტრი ქუმსიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს
პრეფერენციულ დამოკიდებულებაში სდებს ბრალს. ამის შესახებ ნათქვამია ქარჩავას “ანაკლია ეკო პარკი და პორტის" კორსორციუმის წარმომადგენლის ადვოკატ მიხეილ ბუზარიაშვილის განცხადებაში, რომელსაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ავრცელებს.
"თეიმურაზ ქარჩავას ბიზნეს ჯგუფის კონსორციუმი “ანაკლია ეკო პარკი და პორტი", რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა, ამერიკული „Aecom”, ბრიტანული „British Power” და ჩინური “Power China” 2014 წელს გამოცხადებულ ტენდერში იღებდა მონაწილობას და წარადგინა ყველა ის საჭირო დოკუმენტაცია და დაფინანსების გარანტირებული წყაროები, რის საფუძველზეც პროცესის ფინალურ ეტაპზე გავიდა თიბისი კონტი ჯგუფთან ერთად. ამასთან, ფინალურ ეტაპზე საქართველოს მთავრობის მაშინდელი წევრების გიორგი კვირიკაშვილის და დიმიტრი ქუმსიშვილის ხაზარაძის კონსორციუმის მიმართ აშკარა პრეფერენციული დამოკიდებულების გამო, სატენდერო კომისიამ არ გაითვალისწინა “ანაკლია ეკო პარკი და პორტის„ სამართლიანი ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი შენიშვნები სახელშეკრულებო პირობებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ამ პროექტის განვითარების და დაფინანსების წყაროების ხისტ და არაბანკირებად მოდელს. შესაბამისად, ჩვენი კონსორციუმი იძულებული გახდა თავი შეეკავებინა მონაწილეობა მიეღო სასტარტო ნიშნულშივე წარუმატებლობისათვის განწირულო BOT სახელშეკრულებო სამართალ-ურთოერთობაში.
ზემოაღნიშნული მანიპულაციების შედეგად, სატენდერო კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადა თიბისი კონტი ჯგუფი, იგივე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, რომელსაც არც დაფინანსების გარანტირებული წყაროები გააჩნდა და არც სტრატეგიული პარტნიორები ჰყავდა, რაც დღეისთვის დადასტურებულია", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ თემურ ქარჩავა მზადაა, მონაწილეობა მიიღოს პორტის მშენებლობაში.