მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თერჯოლაში, მდინარე ძუსაში 4 ადამიანი დაიხრჩო

თერჯოლა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსადან 4 ადამიანი გარდაცვლილი ამოიყვანეს. ამის შესახებ BM.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მდინარე ძუსაზე სალაშქროდ 6 ადამიანი იყო წასული, მამაკაცს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც, თანმხლები პირები წყალში მის დასახმარებლად ჩავიდნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა. ერთი მათგანი ხმელეთზე დარჩა. სწორედ მან დარეკა 112-ზე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად მდინარიდან ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს და ის ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, 4 ადამიანი კი მდინარიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები