მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-მ 2020-ის ბოლო კვარტალში რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილები აწარმოა

6012a7f756a11
ნათია თაქთაქიშვილი
29.01.21 00:42
2123
ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla აცხადებს, რომ ავტოკონცერნმა 2020-ის ბოლო კვარტალში რეკორდული რაოდენობის ავტომობილების წარმოება და მიწოდება შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, კომპანია წარმოების და მიწოდებს ასეთ ზრდას ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნით ხსნის.

კომპანიის მონაცემებით, Tesla-მ 180,570 ელექტრომობილის მიწოდება შეძლო ბაზრისათვის გასული წლის მეოთხე კვარტალში, თუმცა აღნიშნული რიცხვი მაინც ნაკლებია კომპანიის მილიარდერი მფლობელის ილონ მასკის გასული წლის დასაწყისში გაკეთებულ განცხადებასთან. მაშინ მასკი ამბობდა, რომ კომპანიის 2020 წლის მიზანი 500,000 ავტომობილის წარმოება იყო.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 2020 წელი ავტოკონცერნისთვის მაინც წარმატებული გამოდგა. კომპანიის აქციებზე ფასი დაახლოებით 700%-ით გაიზარდა. მეოთხე კვარტალში კომპანიის წმინდა მოგებამ $270 მლნ შეადგინა, რაც 2,5-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.