მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-ს აქციების ფასის 9%-ით ვარდნის შემდეგ ილონ მასკმა $16 მილიარდი დაკარგა

ილონ მასკი

19 ოქტომბერს ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკულ გიგანტ Tesla-ს აქციების ფასი 9%-ით დაეცა. კომპანიის აქციებზე ფასების ვარდნა მესამე კვარტალის შედეგების გამოქვეყნებასა და მასკის მიერ, გლობალური ეკონომიკის მიმართ გამოხატულ პესიმიზმს მოჰყვა. ამ ყველაფრის შემდეგ ილონ მასკმა თითქმის $16 მილიარდი დაკარგა, ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

მასკი, რომელიც პლანეტის უმდიდრესი ადამიანია 209,6 მილიარდი დოლარის ქონებით, ფლობს Tesla-ს 13%-ს, რაც საერთო ჯამში მისი ქონების 68%-ს წარმოადგენს.

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, Tesla-ს შემოსავალმა $19.6 მილიარდს მიაღწია მაშინ, როდესაც მეორე კვარტალში – $21.3 მილიარდს გაუტოლდა. ამავე პერიოდში კომპანიის თითო აქციაზე შემოსავალმა 66 ცენტი შეადგინა, რაც ასევე შესამჩნევი ვარდნაა მეორე კვარტალში აქციაზე მიღებული 91-ცენტიანი შემოსავლის შემდეგ. წინასწარი შეფასებით, მესამე კვარტალში ელექტრომობილების მწარმოებლის შემოსავალი $24.2 მილიარდამდე უნდა გაზრდილიყო, თითო აქციაზე შემოსავალს კი – 72 ცენტი შეედგინა.

მიუხედავად ამისა, Tesla რჩება მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილების მწარმოებლად და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $698.6 მილიარდია, რაც მას მსოფლიოში საბაზრო ღირებულების მიხედვით, მერვე უმსხვილეს კომპანიად აქცევს.