მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-ს აქციების ფასი 14.5%-ით, Google-ის კი 7%-ით დაეცა - რამ გამოიწვია ინვესტორების უკმაყოფილება?

Tesla და Google-ი
სტატიაში საუბარია:

ამერიკული ტექნოლოგიური და ელექტრომობილების ინდუსტრიების გიგანტების, Tesla-სა და Google-ის აქციები ბოლო სავაჭრო სესიაზე საფონდო ბირჟაზე მკვეთრად დაეცა.

როგორც ირკვევა, ეს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კაპიტალური დანახარჯების მკვეთრი ზრდის დაანონსებამ განაპირობა. ინვესტორების შეშფოთების ფონზე, მასკის Tesla-ს აქციები 14.5%-ითაა შემცირებული, Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის კი, 7%-ით. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებული უკმაყოფილება კომპანიების ბალანსზე უარყოფითი თავისუფალი ფულადი ნაკადების დაფიქსირებამაც განაპირობა.

კომპანიებმა გუშინ ღამით გამოქვეყნებულ კვარტალურ შედეგებში მიუთითეს, რომ AI ინდუსტრიის განვითარებაზე კაპიტალურ დანახარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდიან. კერძოდ, Alphabet-ი მიმდინარე წელს კაპიტალურ დანახარჯებს $195-$205 მილიარდამდე გაზრდის, Tesla კი მხოლოდ AI-ს განვითარებაზე დამატებით 50%-ს დახარჯავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები