მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თეთრი კვადრატი“ ნებისმიერ იპოთეკურ სესხს დამატებით 3%-ით დაასუბსიდირებს

613623cc567f4
ლიკა გურაბანიძე
06.09.21 21:26
1173

დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატი“ ნებისმიერ იპოთეკურ სესხს დამატებით 3%-ით დაასუბსიდირებს. როგორც “საქმიან დილაში” კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით, რომელიც მრავალშვილიანი ან ახალშეძენილშვილებიანი ოჯახებისთვის სესხის სუბსიდირებას გულისხმობს, “თეთრ კვადრატში” ბინის შეძენის შემთხვევაში სესხის პროცენტის სუბსიდირება დამატებით 3%-ით მოხდება.

„თეთრი კვადრატის“ დამატებითი წლიური 3% გავრცელდება, როგორც სახელმწიფო პროგრამის ადრესატებზე, ასევე სხვა ნებისმიერ ადამიანზე, ვინც ბინის შეძენას ჩვენს პროექტში იპოთეკური სესხით გადაწყვეტს. მოხარულები ვართ, რომ ბინის შეძენა ხელმისაწვდომი კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდება. ​​ვინც ბინის შეძენას საბურთალოზე გეგმავს, „თეთრი კვადრატი“ სთავაზობს ბინას მულტიფუნქციურ პროექტში, საბურთალოს გულში, შარტავას ქუჩაზე შეიძინონ და დამატებითი სარგებელი მიიღონ", - განაცხადა ბურდილაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო პროგრამა გულისხმობს, იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას ახალ შეძენილი შვილის შემთხვევაში 6%-ით, ხოლო სამ და მეტ შვილიან ოჯახებზე წლიურად 8%-ით, 5 წლის განმავლობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ 2-ოთახიან ბინაზე მათი დანაზოგი 50 000 ლარზე მეტი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები