მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თეთრი სახლი ევროპული ქვეყნებისგან ინდოეთისთვის ტარიფების დაწესებას მოითხოვს

ტარიფები

გავრცელებული ინფორმაციით, თეთრმა სახლმა ევროპული ქვეყნების ლიდერებს კულუარულად მოსთხოვა, შეუერთდნენ ამერიკის სატარიფო პოლიტიკას და ინდოეთს 50%-იანი ტარიფები დაუწესონ.

ამ შემთხვევაშიც, მიზეზი ინდოეთის მიერ ფასდაკლებული რუსული ნავთობის შეძენაა. როგორც ირკვევა, ტრამპის ადმინისტრაციას ტარიფების დაწესება პირდაპირ იმ ნავთობზე სურს, რომელსაც ოფიციალური ნიუ დელი რუსეთისგან ყიდულობს და გადამუშავების შემდეგ ევროპულ ქვეყნებს ყიდის.

მეტიც, თეთრ სახლს სურს, ევროპამ ინდოეთიდან წამოსული ნავთობისა და გაზის შესყიდვა სრულად შეწყვიტოს და მოდის ხელისუფლების მიერ რუსეთთან ვაჭრობის გაგრძელების შემთხვევაში ინდოეთს მეორადი ტარიფები დაადოს. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ევროპულ ქვეყნებზე ზეწოლის მიზეზი არის ის, რომ ვიდრე აღნიშნული ქვეყნები გადამუშავებული ნავთობის შეძენას განაგრძობენ, ვაშინგტონის სატარიფო პოლიტიკა არაეფექტურია და ომის შეჩერებას რეალურად ვერ უწყობს ხელს.

ევროპული ქვეყნების ლიდერებს, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლებს ამერიკის ხელისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. ეს კი ცხადყოფს, რომ ორ პარტნიორ მხარეს შორის ურთიერთგაგება და თანამშრომლობა ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ შემცირებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები