თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ განაცხადა, რომ მომავალში თეთრი, A კატეგორიის ტაქსები ავტობუსის ზოლში გადასვლას და მგზავრების აყვანა-ჩამოსვლას შეძლებენ.
რეგულაციის მიღების ზუსტი ვადები კალაძეს არ განუსაზღვრავს, თუმცა დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ცვლილება სატრანსპორტო რეფორმის III ეტაპისთვისაა დაგეგმილი.
„შემიძლია წინასწარ გითხრათ, რომ ჩვენი რეფორმის III ეტაპზე A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის შესაძლებელი იქნება საავტობუსო ზოლებში გადასვლა, გაჩერება და მგზავრების აყვანა-ჩამოსმა. ჩვენ მათ ამის შესაძლებლობას მივცემთ“, - განაცხადა კალაძემ.