The Guardian-ი წერს, რომ საქართველოში მოქალაქეები მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ საკუთარ სიცოცხელს რისკავენ, რათა სხვებს საშობაო ნაძვის ხე ჰქონდეს. ისინი არანაირ სიმაღლეს არ უფრთხიან ფიჭვის გირჩების თესლის შესაგროვებლად. ეს ის შემთხვევაა, როცა აღნიშნული ფიჭვის ხეები საოცარი პოპულარობით სარგებლობს ევროპის ქვეყნებში. "უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ როცა უცხოელი იმპორტიორები დიდ მოგებას ნახულობენ, მთამსვლელები საფრთხეს უქმნიან საკუთარ სიცოცხლეს მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ", - წერია მასალაში.
როგორც გამოცემა წერს, მთამსვლელ რამაზ ჭელიშვილს სჭირდება რამდენიმე წამი ხის წვერს რომ მიაღწიოს. მალე ფიჭვის გირჩები მიწაზე ეცემა. როგორც კი ყველა გირჩი ძირს ჩამოცვივდება, ჭეიშვილი უკან ბრუნდება.
ის გასაუბრებისას აღნიშნავს, რომ როცა ფიჭვის ხეზეა ასული, არაფერზე არ ფიქრობს და მხოლოდ ერთ საკითხზეა კონცეტრირებული, რადგან შეიძლება წონასწორობა დაკარგოს და ძირს ჩამოვარდეს.
ევროპაში რომ ქართულ ფიჭვზე მოთხოვნა დიდია, ამის შესახებ დანიელი იმპორტიორიც აცხადებს.
„ქართულ ფიჭვი ხასხასა მწავნე ფერით და სავსე ტოტებით გამოირჩევა სხვა ნაძვის ხის ჯიშებისგან. ამ ხეს აქვს ლამაზი ფორმები და წიწვი არ ცვივა“, - ამბობს დანიელი იმპორტიორი მარიან ბოლსი.
როგორც ის აცხადებს, საქართველოს ყოველ წელს სტუმრობს და მიაქვს ქართული ფიჭვის თესლი ევროპაში. როგორც ის აღნიშნავს, 150 მილიონი საშობაო ნაძვის ხე იყიდება ყოველ წელს კონტინენტზე, მათი ერთი მესამედი კი, სწორედ რომ ამბროლაურის ტყიდან წაღებული თესლისგან გაზრდილი ნაძვებია.
როგორც ქართველი მთამსვლელები აცხადებენ, მათი ანაზღაურება სეზონზე 1,000 – 2,000 ლარის ფარგლებში მერყეობს (262-524 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი).
„ეს მაშინ როცა უცხოური კომპანიები დიდ მოგებას ნახულობენ, ხოლო ჩვენ ხურდებს გვაძლევენ“, - აცხადებს ერთ-ერთი მთამსვლელი.
The Guardian-ი წერს, რომ არის შემთხვევები, როცა მათი თავდაუზოგავი შრომა, სამწუხაროდ, ფატალურადაც კი სრულდება.