მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

THREADS-ის მომხმარებლების რაოდენობა განახევრდა

მარკ
BM.GE
31.07.23 23:32
73
სტატიაში საუბარია:

მარკ ცუკერბერგის მიერ შექმნილი ახალი სოციალური ქსელი 50%-იან ვარდნას განიცდის. რეკორდული სტარტიდან სამ კვირაში, Threads-ის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა თითქმის განახევრდა, რაც ნამდვილად არასახარბიელო შედეგია.

Threads-ის მიმართ საზოგადოების ინტერესის შემცირება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი აპლიკაციის სიმარტივე და შეზღუდული ფუნქციონალია. გარდა ამისა, ცნობილი სახეები, ათლეტები და პოლიტიკოსები ისევ Twitter-ის გამოყენებას აგრძელებენ, ეს კი Threads-ის რეპუტაციაზე ნეგატიურად აისახება.

მენეჯერებთან შეხვედრისას მარკ ცუკერბერგმა Meta-ს გუნდს განუცხადა, რომ Threads-ის განვითარების პროცესი უნდა გაგრძელდეს და აპლიკაციას ახალი ფუნქციონალი დაემატოს, რათა მომხმარებლებმა სოციალური ქსელის გამოყენება აქტიურად დაიწყონ.

გარდა ამისა, ცუკერბერგი მოითხოვს, რომ Facebook-ის, Instagram-ის და Threads-ის სისტემებში რაც შეიძლება სწრაფად ჩაინერგოს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც აპლიკაციების ეფექტიანობას გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ Threads-მა 100 მილიონი მომხმარებლის დაგროვება დებიუტიდან ხუთ დღეში შეძლო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. თუმცა, როგორც ჩანს, ახლა უკვე სოციალური ქსელი არანაკლებ თვალისმომჭრელი ტემპით კარგავს პოპულარობას.

Threads-ის დაღმასვლის ფონზე, Twitter-მა სრული რებრენდინგი განიცადა და მისი სახელწოდება X გახდა. ამ განახლების პარალელურად, X-ის პოპულარობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და სოციალურ ქსელს ამჟამად 540 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები