მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Threads-ის მომხმარებლების რაოდენობამ 175 მილიონს მიაღწია

Threads Meta

მარკ ცუკერბერგის მიერ შექმნილი ახალ სოციალურ ქსელს, Threads-ს ამჟამად 175 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რაც ამ აპლიკაციის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია. მომხმარებლების საერთო რაოდენობის ზრდის მიუხედავად, გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომ Threads-ი ბაზარზე უკვე ერთი წელია წარმოდგენილი, ხოლო ამ 175 მილიონიდან დაახლოებით 150 მილიონი მომხმარებლის დაგროვება პლატფორმამ დებიუტიდან პირველ თვეში შეძლო, ანუ მთელი წლის განმავლობაში აპლიკაციის პოპულარობა ფაქტობრივად არ გაზრდილა. ამ შედეგის გათვალისწინებით, Threds-ი თამამად შეიძლება ჩაითვალოს Meta-ს ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ პროექტად.

Threads-ის მიმართ საზოგადოების ინტერესის შემცირება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი აპლიკაციის სიმარტივე და შეზღუდული ფუნქციონალია. გარდა ამისა, ცნობილი სახეები, ათლეტები და პოლიტიკოსები ისევ Twitter-ის, ანუ X-ის გამოყენებას აგრძელებენ, ეს კი Threads-ის რეპუტაციაზე ნეგატიურად აისახება.

მენეჯერებთან შეხვედრისას მარკ ცუკერბერგმა Meta-ს გუნდს განუცხადა, რომ Threads-ის განვითარების პროცესი უნდა გაგრძელდეს და აპლიკაციას ახალი ფუნქციონალი დაემატოს, რათა მომხმარებლებმა სოციალური ქსელის გამოყენება აქტიურად დაიწყონ.

გარდა ამისა, ცუკერბერგი მოითხოვს, რომ Facebook-ის, Instagram-ის და Threads-ის სისტემებში რაც შეიძლება სწრაფად ჩაინერგოს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც აპლიკაციების ეფექტიანობას გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ Threads-მა 100 მილიონი მომხმარებლის დაგროვება დებიუტიდან ხუთ დღეში შეძლო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. თუმცა, როგორც ჩანს, ახლა უკვე სოციალური ქსელი არანაკლებ თვალისმომჭრელი ტემპით კარგავს პოპულარობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები