მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TI: წინასაარჩევნოდ 200-ლარიანი დახმარებები ბავშვებისთვის, შესაძლოა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ჩაითვალოს

5fe449e6cec0a
BM.GE
24.12.20 12:51
652
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ (TI) წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობის მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტში საუბარია იმ ფაქტებზე, რომელთაც არჩევნების შედეგებზე შეიძლება ჰქონოდა გავლენა, მათ შორისაა მოტივირებული სასამართლო პროცესების დაწყებაც და საბიუჯეტო რესურსების გამოყენებაც.

TI-ის თანახმად, მთავრობის მიერ აგვისტოში დაანონსებული სოციალური დახმარებების პაკეტი, მართალია კრიზისულ პერიოდში მოსახლეობის არაერთი ფენისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებდა, თუმცა მათი წარდგენის პერიოდი შერჩეული იყო ისე, რომ ეს პროგრამები “ქართულ ოცნებას” ამ რესურსების გამოყენებით საარჩევნო უპირატესობას ანიჭებდა.

წინასაარჩევნოდ დაანონსებული მსხვილი სოციალური პროექტები იყო:

6 აგვისტო - კომუნალური გადასახადები ნოემბერ-თებერვალშიც იქნება დაფინანსებული, ანუ 200 კილოვატი დენის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება ისევ დაკომპენსირდება სახელმწიფოს მხრიდან;

6 აგვისტო - მთავრობა 17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება;

6 აგვისტო - ყველა სოციალურად დაუცველი სტუდენტი, რომლის სოციალური ქულაც 150-მდეა, სახელმწიფოს მხრიდან 2020 წლის ერთი სემესტრის ანაზღაურებას მიიღებს;

6 აგვისტო - 80 000 თვითდასაქმებული, რომელმაც გაზაფხულზე მოქმედი პროგრამით ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, დახმარებას მიიღებს;

6 აგვისტო - სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ დაენიშნებათ;

13 აგვისტო - მთავრობა 2020 წლის დეკემბრამდე ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას მოახდენს. პრემიერის განმარტებით, ყველა ის კომპანია, რომელიც აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთვება, დამატებით სუბსიდირებას მიიღებს 10 თეთრის ოდენობით;