მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თიბისი სტარტაპერის” პარტნიორი - “ნეო აკადემია” - რას ისწავლიან მოზარდები?

643fc287045f4
ნინი ლონგურაშვილი
20.04.23 09:00
555

"ნეო აკადემიაში" მომავლის ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსები შეიქმნა, 12 წლის ასაკის მოზარდებისთვის. როგორც ნეო აკადემიის დამფუძნებელი, ნია სიბაშვილი ამბობს, თანამედროვე სასწავლო მეთოდებზე დაფუძნებული სილაბუსი კი ცოდნასთან ერთად მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებასა და პიროვნულ უნარ-ჩვევებსაც უვითარებს.

"ნეო აკადემიის" დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კურსების მიზანი ბავშვებში მომავლის ტექნოლოგიებზე ცნობიერების ამაღლებაა.

“ვასწავლით სხვადასხვა ტექნოლოგიების მნიშვნელობას, მოქმედებას, გამოყენებას, დადებით და უარყოფით მხარეებს. აღსანიშნია, რომ კურსი გემიფიკაციის მეთოდს იყენებს, ანუ ინტერაქციულია და თამაშის ელემენტებით არის დატვირთული. მოზარდები ეცნობიან ისეთ ტექნოლოგიებს, როგორებიცაა: კვანტური კომპიუტერი, ხელოვნური ინტელექტი, რობოტიკა, კიბერუსაფრთხოება, ბლოკჩეინი, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და სხვა. ნეო აკადემია 12-16 წლის ასაკის მოზარდებისთვის შეიქმნა, სადაც ვცდილობთ, გავაცნოთ ფართო სპექტრი, თანამედროვე და მომავლის ტენოლოგიების. ტენდენცია საკმაოდ მზარდია, ძალიან დიდია დაინტერესება მოზარდების და მათი მშობლების მხრიდან", - ამბობს ნია სიბაშვილი. 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები