მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტიკარაძე დარწმუნებულია, რომ ღარიბაშვილი აიცრება

610cec6b45336
ინგა მურუსიძე
06.08.21 12:00
3288
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების მიერ დასმულ შესაბამის კითხვას.

„რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროცესში ყველა პირველი პირის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

კითხვაზე, მას როდის უწევს მას თავად მეორე დოზით აცრა, მინისტრი პასუხობს: „მე მიწევს უკვე და ავიცრები, არ დავაგვიანებ“.

საქმე ის არის, რომ ეკატერინე ტიკარაძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთი დოზით აიცრა, თუმცა მეორე დოზით აცრამდე კორონავირუსით დაინფიცირდა. მინისტრის თქმით, მას არ დავიწყებია, რომ მეორე დოზით არის ასაცრელი და თარიღს აუცილებლად დაასახელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები