ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 2020 წელს გაწეული საქმიანობის პრეზენტაციისას ყურადღება სოციალური მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეც გაამახვილა. მინისტრის განცხადებით, დროებით შეჩერდა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება.
„ჩვენი მიზანია საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის პანდემიით გამოწვეული სოციალური რისკები მინიმუმამდე იქნას შემცირებული. ამისათვის გამოცხადდა მორატორიუმი და დროებით შეჩერდა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება.
გარდა ამისა პანდემიის სირთულეების მიუხედავად, ყველა მოქალაქემ შეუფერხებლად მიიღო მისთვის განკუთვნილი სახელმწიფო გასაცემლები, რასაც დაემატა მოსახლეობის მხარდამჭერი გეგმით განსაზღვრული სუბსიდიები. ამ მიმართულებით უკვე ისარგებლა 1 700 000-ზე მეტმა პირმა, რისთვისაც სახელმწიფოს მეირ გაიცა 492 000 000 ლარზე მეტი“-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.




























