მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TikTok-მა შესაძლოა, ყოველთვიური გამოწერის ფასიანი სერვისი შემოიღოს

tiktok

ვიდეოებისთვის განკუთვნილი სოციალური ქსელი TikTok-ი ახალ, ყოველთვიური გამოწერის სერვისს ტესტავს, რომელიც მომხმარებლებს კონტენტის რეკლამების გარეშე თვალიერების საშუალებას მისცემს.

როგორც ცნობილია, კომპანია ახალ სერვისს ინგლისურენოვან მოსახლეობაში აშშ-ის გარეთ ტესტავს, თუმცა ოფიციალური პასუხი კითხვაზე, თუ რომელ ქვეყანაში გაეშვა აპლიკაციის ახალი ვერსია, უცნობია.

ურეკლამო სქროლვის ყოველთვიური საფასური $4.99-ით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ TikTok-ი ამჟამად პერსონალიზებულ რეკლამას აპლიკაციის 18-წელს გადაცილებულ ყველა მომხმარებელს უგზავნის.

TikTok-ი ერთადერთი პლატფორმა არაა, რომელიც ურეკლამო გამოწერის სისტემას ნერგავს. იმავეს აპირებს Meta-ც, რათა Facebook-ის ევროპელ მომხმარებელს ევროკავშირის სარეკლამო წესებთან თანხვედრით, ახალი სერვისი შესთავაზოს.

Youtube და X ის კომპანიები არიან, რომლებიც მცირე ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ, მომხმარებლებს აპლიკაციის სქროლვის ურეკლამო გამოცდილებას სთავაზობენ. 

TikTok-ის მშობელი კომპანია ByteDance თავის ფინანსურ რეზულტატს არ ასაჯაროებს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2022 წელს კომპანიამ $85 მლრდ მოგება მიიღო. Insider Intelligence-ის კვლევის თანახმად კი, გასულ წელს, TikTok-მა სარეკლამო შემოსავლებიდან $9,98 მლრდ მიიღო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები