მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიმ კუკი - ადამიანი, რომელმაც სტივ ჯობსი ჩაანაცვლა - TECH INFORM

ტიმ კუკი

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი Apple-ში ტიმ კუკის გამოჩენას უკავშირდება. ტექნოლოგიურ კომპანიას ტიმ კუკი 1998 წლის მარტში, 37 წლის შეუერთდა, როგორც საერთაშორისო ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი. ტიმ კუკის გადმოსაბირებლად Apple-მა მას დიდი ხელფასი შესთავაზა – 500 ათასი დოლარი წინასწარი ბონუსის სახით და ფიქსირებული ოთხასი ათასი დოლარი წლის განმავლობაში. იმ დროს Apple-ში მუშაობა დიდად არავის სურდა, რადგან კომპანია ფაქტობრივად გაკოტრებული იყო. კუკმა იცოდა, რომ Apple-ში არეულობა ელოდებოდა. სტივ ჯობსმა კი იცოდა, რომ კომპანიაში შესყიდვებში მუშაობის გამოცდილების მქონე ტიმ კუკის მოყვანით, Apple-ი აუცილებლად იხეირებდა.

წლების განმავლობაში, ტიმ კუკი Apple-ის კარიერულ კიბეზე ნელა მაგრამ მდგრადად ადიოდა და 2011 წელს, კომპანიის კორპორაციულ სტრუქტურაში უმაღლეს რგოლს - აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობას მიაღწია. 2011 წლის 24 აგვისტოს, სტივ ჯობსმა განაცხადა, რომ კომპანიას ტოვებდა. ამ გადაწყვეტილებით, Apple-ის ისტორიაში სტივ ჯობსის ეპოქა დასრულდა. კომპანიიდან წასვლამდე, სტივ ჯობსმა Apple-ის სამეთვალყურეო საბჭოს ახალ დირექტორად, იმ დროს კომპანიის საოპერაციო დირექტორის, ტიმ კუკის კანდიდატურა წარუდგინა. სამეთვალყურეო საბჭომ ტიმ კუკი კომპანიის მმართველად აირჩია, სტივ ჯობსი კი, ორ თვეში, პანკრეასის სიმსივნით გარდაიცვალა.

ტიმ კუკის მოსვლით, Apple-ში ახალი ეპოქა დაიწყო, რომელიც ისტორიაში კომპანიის სერვისული ბიზნესის განვითარებით, სტრიმინგის ბაზარზე შესვლით, AirPods-ის, Apple Watch-ისა და საკუთარი წარმოების პროცესორის შექმნით შევა. ამასთან, ტიმ კუკის მმართველობის პირობებში, Apple-ი კაცობრიობის ისტორიაში პირველი კომპანია გახდა, რომელმაც საბაზრო კაპიტალიზაციის $2-ტრილიონიან და $3-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა, თანაც ორჯერ. ასეთი ფინანსური შედეგი, რომელიც, თავის თავში, დიდ შემოსავალს და მოგების მაღალ მარჟას გულისხმობს, კომპანიის ინვესტორებისთვის განსაკუთრებულად დადებით სიგნალს წარმოადგენს. არადა, თავის დროზე, ინვესტორები და ანალიტიკოსები ტიმ კუკის კომპანიის აღმასრულებელ ხელმძღვანელად დანიშვნას მაინცდამაინც დადებითად არ უყურებდნენ.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები