მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილი საექსპორტო საქონლის ათეულში აღარაა - ექსპორტის მოცულობა შემცირებულია

თხილი

თხილი საქართველოს საექსპორტო საქონლის პირველ ათეულში აღარ შედის - 2023 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოდან $52.3 მილიონი დოლარის ღირებულების 11.1 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედაარებით $7.6 მილიონით, ანუ 13%-ით ნაკლებია.

კლება შესამჩნევია ყველა ძირითად ბაზარზე სადაც ქართული თხილი გადის ექსპორტზე. მათ შორის იტალიაში 28%-ით, გერმანიაში 50%-ით, ესპანეთში კი 14%-ით.

ქვეყნების მიხედვით, თხილის ექსპორტი ასე ნაწილდება (2023, 9 თვე):

1) იტალია - $10.2 მლნ, 2,617 ტონა, კლება წინა წელთან -28%
2) გერმანია - $2.6 მლნ, 1,357 ტონა, კლება წინა წელთან -50%
3) თურქეთი - $3.4 მლნ, 1,089 ტონა, ზრდა წინა წელთან 242%
4) ესპანეთი - $3.7 მლნ, 702 ტონა, კლება წინა წელთან -14%
5) სომხეთი - $4.0 მლნ, 719 ტონა, კლება წინა წელთან -54%.

მთავრობამ სექტორის მხარდაჭერის მიზნით სუბსიდირების მექანიზმი აამოქმედა:

მთავრობის ინიციატივით გასულ წელს თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებდა თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, უფრო კონკრეტულად თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირებას. პროგრამის ფარგლებში, რაშიც ჯამურად 20.9 მლნ ლარი დაიხარჯა, 3 ჰექტარამდე თხილის ფართობების მფლობელმა ფერმერებმა 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობის დახმარება მიიღეს. მათ დაურიგდათ აგრობარათები, რითაც შეეძლოთ შეეძინათ სხვადასხვა საქონელი, რომელიც თხილის მოვლისთვის იყო საჭირო.

როგორც თხილის მწარმოებლები ამბობენ, დღეს სექტორში არსებული გამოწვევების ფონზე მათთვის სახელმწიფოს დახმარება საჭიროა, თუმცა არსებული მექანიზმი, რაც გასულ წელს იყო შემოთავაზებული, ბოლომდე ვერ ამართლებს.

სექტორის ძირითად გამოწვევებს შორის კვლავ მოსავლის დაბალი ხარისხი რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები