მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Top -10 საექსპორტო პროდუქტი - რას ყიდის საქართველო უცხოეთში?

605452256b67a
შოთა ტყეშელაშვილი
19.03.21 11:39
2293

დღეს საქსტატმა 2021 წლის იანვარ-თებერვლის საგარეო ვაჭრობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ქვეყნიდან სულ $494.7 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 6.8%-ით ნაკლებია. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამ პერიოდში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო და საზღვარგარეთ გატანილი საქონლის მოცულობა $94.5 მილიონს შეადგენდა. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები, რომლის ექსპორტის მოცულობაც $52.1 მილიონ დოლარს შეადგენდა.


2021 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი:



1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $94.7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 5.1%;



2. ფეროშენადნობები - $52.1 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 23%;

 

3. მსუბუქი ავტომობილები - $49.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -52.5%;


4. ყურძნის ნატურალური ღვინოები  - $26 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -8.3%;



5. აზოტოვანი სასუქები - $18.5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -8.5%;


6. მინერალური და მტკნარი წყლები - $18.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 17%;




7. სპირტიანი სასმელები - $18.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 18.8%;


8. თხილი და სხვა კაკალი - $16.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 125%.



9. სამკურნალო საშუალებები, დაფასოებული - $9.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1.5%;



10. ოქრო - $8.8 მილიონი, კლება წინა წელთან 42.3%.



სხვა დანარჩენი საქონელი - $182.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 0.4%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები