მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 კომპანია, რომელმაც საქართველოს სამთომოპოვებით მრეწველობაში $101 მლნ ჩადო

6055e1d4a0f9c
თელარა გელანტია
20.03.21 16:15
1804
სამთომოპოვებითი მრეწველობა ის სექტორია, სადაც 2020 წელს 101 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა ანუ 94%-ით მეტი, ვიდრე - 2019-ში.

Bm.ge-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ აღნიშნულ სექტორში ჩადებული 101 მილიონიდან 100.9 მლნ დოლარის FDI ნიდერლანდებზე მოდის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციითვე, 2020 წელს სამთომოპოვებით მრეწველობაში რუსული ინვესტიციები 80 მლნ დოლარით შემცირდა, თურქული ინვესტიციები - 175 მილიონით, ხოლო ჩინური ინვესტიციები 416.3 მლნ დოლარით.

ამასთან, საქსტატში გვითხრეს, ინფორმაცია ზოგიერთი ქვეყნის შესახებ კონფიდენციალურია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის“ 28-ე მუხლის თანახმად (ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით შეგროვებული მონაცემები კონფიდენციალურია, თუ ისინი იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას ან თუ მათი მეშვეობით შესაძლებელია ამგვარი მონაცემების დადგენა) და გაცემას არ ექვემდებარება.

რაც შეეხება TOP-10 კომპანიას, რომელმაც საქართველოს სამთომოპოვებით მრეწველობაში FDI ჩადო, სია ასე გამოიყურება:

1. შპს კასპიან ველ სერვისის საქართველო-ს ფილიალი საქართველოში
2. შპს გელათი 2007
3. სს RMG Copper
4. შპს RMG Gold
5. ჯიენვი ჯორჯია
6. Georgia oil & Gas limited-ის ფილიალი საქართველოში
7. შპს ენ-ვი-პი ჯორჯია
8. VECTRA PETROLEUM LIMITED GEORGIA BRANCH OFFICE
9. შპს ჯორჯიან გრაველ ენდ სანდ
10. შპს გორა.

ცნობისთვის: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

შეგახსენებთ: წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში 616.9 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. საქსტატის განმარტებით, FDI-ის შემცირების უმთავრესი მიზეზი ბიძინა ივანიშვილის მიერ თავისი აქტივების საქველმოქმედო ფონდ “ქართუსთვის” ჩუქება გახდა, რამაც FDI, დაახლოებით, 300 მლნ დოლარით შეამცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები