მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TOP-10 კომპანია, რომელსაც საქართველოდან საქონელი აშშ-ში ექსპორტზე გააქვს

ვაჭრობა

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში, აშშ დაწინაურდა და რუსეთი და თურქეთი ჩამოიტოვა. $3.5 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში აშშ-მა 13.6%-იანი წილით პირველი ადგილი დაიკავა. ვაჭრობის მაჩვენებელი კი 486 მილიონ 856 ათას დოლარამდე გაიზარდა.

ამ პერიოდში ექსპორტ-იმპორტი, გასული წლის ანალოგიური პერიოდის რიცხვებს 89.5%-ით აღემატება, რაც როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის ზრდით არის განპირობებული.

3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ამერიკამ მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანას ახალი ტარიფები დაუწესა. მათ შორის საქართველოს 10%-იანი ტარიფი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს სრულ ექსპორტზე დაუწესდა აღნიშნული ტარიფები, რადგანაც აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თან ახლავს გამონაკლისების ვრცელი სია. სიაში შედის ფეროშენადნობებიც, რაც 2024 წლის მონაცემებით, აშშ-ში საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო საქონელია. თუმცა საგამონაკლისო სიაში არ შედის მაგალითად ღვინო, რომელიც ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია აშშ-ში.

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ აშშ-ში საქონლის ექსპორტით 8 მილიონ 599 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. შედეგად ექსპორტი წლიურად 34.4%-ით გაიზარდა. ამ პერიოდისთვის TOP-5 საექსპორტო საქონლის რეიტინგი კი ასეთია:

  1. მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, შავი ლითონისაგან - $2.1 მლნ; 1 996 ტონა;
  2. საფრენი აპარატების ნაწილები - $1.6 მლნ, 5 ტონა;
  3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $1.3 მლნ, 193 ტონა;
  4. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - $708 ათასი, 529 ტონა;
  5. დანარჩენი საქონელი - $703 ათასი;

ამასთან ამერიკაში პირველ 2 თვეში ასვე მინერალური წყლები, დაწებებული ფანერა, შაქრიანი გაზიანი წყლები, საწებლები, ქიმიური, რადიოაქტიური ელემენტები და ა.შ.

რაც შეეხება წლიურ ექსპორტს, 2024 წელს აშშ-ში საქართველოს $141-მილიონიან ექსპორტში $90 მილიონი დოლარი, ანუ 64% ფეროშენადნობებზე მოდიოდა.

TOP-10 პროდუქტი, რაც 2024 წელს საქართველომ აშშ-ში გაიტანა ექსპორტზე:

  1. ფეროშენადნობები - 90,2 მლნ აშშ დოლარი
  2. მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 8,4 მლნ აშშ დოლარი
  3. საფრენი აპარატების ნაწილები - 7,2 მლნ აშშ დოლარი
  4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 7,1 მლნ აშშ დოლარი
  5. წყალბადი, ინერტული აირები და სხვა არალითონები - 5,3 მლნ აშშ დოლარი
  6. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 4,6 მლნ აშშ დოლარი
  7. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 2,7 მლნ აშშ დოლარი
  8. ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 1,8 მლნ აშშ დოლარი
  9. მინერალური და მტკნარი წყლები - 1,6 მლნ აშშ დოლარი
  10. სამშენებლო ნაწარმი ხისა - 1,1 მლნ აშშ დოლარი.

BM.GE-მ აშშ-ში TOP-ექსპორტიორი კომპანიები გამოითხოვა. 2024 წელს ყველაზე მეტ პროდუქტს ამერიკაში შემდეგი კომპანიები ყიდდნენ:

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
  • სს აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი);
  • შპს არომაპროდუქტი;
  • შპს ინტერნეშენალ ტრეიდ კო;
  • შპს პალატი 2022;
  • შპს რუსთავის ფოლადი;
  • შპს სილმეტ;
  • შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი;
  • შპს ჯორჯიან მანგანეზი;
  • შპს ჯსს ჯორჯია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები