მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტოპ-10 პროდუქტი, რომელიც აგვისტორში ყველაზე მეტად გაძვირდა/გაიაფდა

6132279cb8bbc
BM.GE
03.09.21 23:27
992
საქსტატის მონაცემებით 2021 წლის აგვისტოში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 12,8% შეადგინა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ინფლაციის მაქსიმალური მაჩვენებელია. აგვისტოს მდგომარეობით, წლიურ ჭრილში ფასები მკვეთრად არის გაზრდილი ყველა ძირითად სამომხმარებლო ჯგუფზე, მათ შორის სურსათზე 16.2%-ით; ტრანსპორტზე 22.5%-ით; ჯანდაცვაზე კი 10.9%-ით.

გთავაზობთ ტოპ-10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2021 წლის ივლისში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. ბადრიჯანი - ფასი გაიზარდა 139,2%-ით;
2. კიტრი - 110,4%-ით;
3. ჭარხალი - 108,3%-ით;
4. მზესუმზირის ზეთი - 83,0%-ით;
5. სტაფილო - 83,0%-ით;
6. კომბოსტო - 80,3%-ით;
7. წიწაკა - 60,2%-ით;
8. თერმომეტრი - 58,5%-ით;
9. ატამი - 57,7%-ით;
10. ლურსმანი - 53,1%-ით.

ასევე გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2021 წლის აგვისტოში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. მანდარინი - ფასი შემცირდა 26,4%-ით
2. ქალის ქვედაკაბა - (-18,7)%-ით;
3. ქალის დემისეზონური ფეხსაცმელი - (-15,7)%-ით;
4. ფორთოხალი - (-13,6)%-ით;
5. მამაკაცის შარვალი - (-10,5)%-ით;
6. ქუდი ქალის - (-10,4)%-ით;
7. USB ფლეშბარათი - (-8,9)%-ით;
8. ლიმონი - (-8,1)%-ით;
9. საზამთრო - (-7,2)%-ით;
10. მამაკაცის ზამთრის ფეხსაცმელი - (-7,0)%-ით;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები