საქსტატის მონაცემებით 2021 წლის იანვარში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 2,8% შეადგინა.
გთავაზობთ ტოპ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2021 წლის იანვარში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).
1. მწვანე ლობიო - ფასი გაიზარდა 50,9%-ით;
2. მზესუმზირის ზეთი - 48,8%-ით;
3. წიწიბურა - 43,0%-ით;
4. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 38,5%-ით;
5. საშინაო ფეხსაცმელი კაცის - 34,7%-ით;
6. სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – 32,9%-ით;
7. ლობიო ხმელი - 32,3%-ით;
8. მშრალი ბატარეა - 30,3%-ით;
9. მღებავის მომსახურება - 28,8%-ით;
10. პირსახოცი - 28,5%-ით;
ასევე გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2021 წლის იანვარში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).
1. ბუნებრივი გაზის გადასახდელი - ფასი შემცირდა 37,4%-ით
2. ნაგვის გატანის გადასახდელი - (-36,5)%-ით;
3. ელექტროენერგიის გადასახდელი - (-33,5)%-ით;
4. თვითმფრინავით მგზავრობა - (-31,8)%-ით;
5. წყლის გადასახდელი - (-28,6)%-ით;
6. ჭარხალი - (-18,2)%-ით;
7. ქლიავი - (-18,2)%-ით;
8. ქალის საზაფხულო ფეხსაცმელი - (-18,0)%-ით;
9. ქალის ქვედაკაბა - (-16,5)%-ით;
10. კარტოფილი - (-14,1)%-ით;
კომუნალურ გადასახადებზე ფასების კლება გამოწვეულია „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების“ ძალაში შესვლით.




























