მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP 10 ქვეყანა, სადაც საქართველოში წარმოებული ტანსაცმელი იყიდება - ექსპორტი $100 მილიონს აღწევს

Addidas

საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა - 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან უცხოეთში 98 მილიონი დოლარის ღირებულების ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით მეტია და ამ კატეგორიის საქონლის ექსპორტის მაქსიმუმს წარმოადგენს. საქართველოში წარმოებული ტანსაცმელი გლობალური ბრენდებისთვის არის განკუთვნილი, ისეთების როგორიცაა Nike, Addidas, Zara, H&M, Under Armour-ი და სხვა ბრენდები. ამასთან, საქართველოდან ექსპორტირებული სპორტული ტანსაცმლით არაერთი ევროპული საფეხბურთო ნაკრები და კლუბი სარგებლობს.

საქართველოში წარმოებული ტანსაცმლის 75% ექსპორტზე თურქეთში გადის, მეორე ადგილზეა სომხეთი, მესამეზე კი აზერბაიჯანი.

ქვეყნები სადაც 2024 წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა:

1) თურქეთი - $73.7 მილიონი დოლარი;
2) სომხეთი - $11.4 მილიონი დოლარი;
3) აზერბაიჯანი - $2.6 მილიონი დოლარი;
4) ჩეხეთი - $2.3 მილიონი დოლარი;
5) დიდი ბრიტანეთი - $1.9 მილიონი დოლარი;
6) ავსტრია - $1.4 მილიონი დოლარი;
7) იტალია - $1.3 მილიონი დოლარი;
8) ისრაელი - $0.4 მილიონი დოლარი;
9) გერმანია - $0.3 მილიონი დოლარი;
10) ბულგარეთი - $0.2 მილიონი დოლარი.

ექსპორტის დეტალური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ძირითადი პროდუქტი, რომელიც საქართველოში იკერება, არის მაისურები, რომლის ექსპორტმაც წლის პირველ ნახევარში 48.7 მილიონი დოლარი შეადგინა.

ტანსაცმლის ექსპორტი საქართველოდან 2024 წლის პირველ ნახევარში:

1) მაისურები - $48.7 მილიონი დოლარი;
2) კოსტუმები, კომპლექტები მამაკაცის - $19.2 მილიონი დოლარი;
3) კოსტუმები, კომპლექტები და სხვა მამაკაცისა ან ბიჭისა - $5.7 მილიონი დოლარი;
4) ბიუსტჰალტერები - $5.2 მილიონი დოლარი;
5) კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - $4.6 მილიონი დოლარი;
6) საბავშვო ტანსაცმელი - $3.6 მილიონი დოლარი;
7) კოსტუმები, კომპლექტები გოგოს - $1.4 მილიონი დოლარი;
8) სვიტრები და პულოვერები - $1.3 მილიონი დოლარი;
9) ქალის პალტოები - $1 მილიონი დოლარი;
10) ქალის ქვედა საცვლები - $0.5 მილიონი დოლარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები