მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TOP-7 ქვეყანა, საიდანაც ევროკავშირი ტანსაცმლის იმპორტს ახორციელებს

608800da4ca4c
ნათია თაქთაქიშვილი
28.04.21 00:10
902
ანალიტიკური პორტალი Statista Eurostat-ის მონაცემებზე დაყრდნობით იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, საიდანაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ყველაზე მეტი ღირებულების ტანისამოსის იმპორტს ახორციელებენ.

ანალიტიკური პლატფორმა წერს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 2020-ში 69 მილიარდი ევროს ღირებულების ტანისამოსის იმპორტი განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ მთლიანი იმპორტის 30% ჩინეთზე მოდის. კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებმა ჩინეთიდან 21 მილიარდი ევროს ღირებულების ტანისამოსი შეიტანეს.

ჩინეთის შემდეგ, ტანისამოსის იმპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით ევროკავშირში ბანგლადეშიდან განხორციელდა (18%), საიდანაც 12 მილიარდი ევროს ღირებულების ტანისამოსი შეიტანეს.

მესამე ქვეყანა კი თურქეთია (12%). ევროკავშირმა გასულ წელს თურქეთიდან 8 მილიარდი ევროს ღირებულების ტანისამოსი შეიტანა.

TOP-7 ქვეყანა, საიდანაც ევროკავშირს ტანისამოსი შეაქვს, შემდეგია:

1. ჩინეთი - 21 მილიარდი ევრო
2. ბანგლადეში - 12 მილიარდი ევრო
3. თურქეთი - 8 მილიარდი ევრო
4. დიდი ბრიტანეთი - 4 მილიარდი ევრო
5. ინდოეთი - 3 მილიარდი ევრო
6. ვიეტნამი - 3 მილიარდი ევრო
7. კამბოჯა - 2 მილიარდი ევრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები