მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო პირობები მიიღო

გაყინული აქტივები

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინულმა დელეგაციამ ევროკავშირში გაწევრიანების ბოლო სამი მოლაპარაკების კლასტერის კრიტერიუმები ჩაიბარა.

საუბარია III - კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიურობის ზრდის, IV - მწვანე დღის წესრიგისა და მდგრადი კავშირების და V - რესურსების, სოფლის მეურნეობისა და ერთიანობის კლასტერებზე. სვირიდენკოს თქმით, ისტორიაში პირველად, უკრაინას ხელთ აქვს მოთხოვნების სრული პაკეტი, რომელთა შესრულებაც ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის აუცილებელია და რომელთა დაკმაყოფილების შემდეგაც ქვეყანას ისტორიული მიზნის მიღწევისთვის აღარავითარი სამართლებრივი წინაღობა აღარ ექნება.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გასული წლის დეკემბერში ქვეყანამ უკვე მიიღო სხვა სამი კლასტერის სახელმძღვანელო პრინციპები. ახლა კი, როდესაც ყველა პირობა ცნობილია, უკრაინა გადადის გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულების მომზადების დასკვნით ეტაპზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიღებული დოკუმენტი დაუყოვნებლივ გადაეცემა უმაღლეს რადას, რათა მთავრობამ და პარლამენტმა ერთობლივად იმუშაონ რეფორმების გატარებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები