მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს დელეგაციები დღეს მარცვლეულის ექსპორტის საკითხს განიხილავენ

62cea6a827e85
ვიქტორია მღებრიშვილი
13.07.22 18:00
692
სტამბულში, დღეს საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ექსპორტის საკითხზე უკრაინის, რუსეთს, თურქეთის სამხედრო დელეგაციები და გაეროს წარმომადგენლები შეხვდებიან. ამის შესახებ გუშინ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აკარმა განაცხადა.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა თურქეთის, რუსეთისა და უკრაინის სამხედრო უწყებებს შორის უკრაინული ხორბლის ექსპორტის საკითხზე კოორდინირებისთვის ივნისში, ცხელი ხაზის შექმნის შესახებ აღნიშნა, რაზეც პასუხისმგებელნი სამი ქვეყნის ჯარების გენერლები არიან.

მინისტრის განმარტებით, მარცვლეულის დერეფნის შემქნისთვის სამუშაოები თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოების საკითხის გადასაწყვეტად წარმოებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შავი ზღვის პორტებში 25 მლნ ტონა მარცვლეულია დაბლოკილი, რაც რუსეთის მიერ 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში ჯარების შეყვანამ და ომის გამოცხადებამ განაპირობა. უკრაინის ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ რუსეთმა ივნისის დასაწყისში, დაახლოებით, 100 მლნ დოლარის ღირებულების უკრაინული ხორბალი მოიპარა. ოფიციალური მოსკოვი ამას უარყოფს. ბოლო დღეების განმავლობაში კი უკრაინული მედიით ვრცელდება ინფორმაცია ქვეყანაში ხორბლის ყანების გადაწვის შესახებ, რას სამხედრო მოქმედებებიდან გამომდინარეობს.