მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თოყაევმა და ერდოღანმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის გადაზიდვების გაზრდაზე ისაუბრეს

რეჯეფ-თაიფ ერდოღანი

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომართ თოყაევმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანის შეხვედრისას განხილვის ერთ-ერთი საკითხი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყახაზური ნავთობის გადაზიდვების გაზრდა იყო. ამის შესახებ ყაზახეთი პრეზიდენტმა თურქეთში ოფიციალური ვიზიტის დროს ჟურნალისტებისთვის გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით თურქეთში ყოველწლიურად 1.4 მილიონი ყაზახური ნავთობი გადაიზიდება. ჩვენ მიწოდების მოცულობების გაზრდის საკითხი განვიხილეთ და მივესალმებით Turkiye Petroleum-ის ყაზახეთის ბაზარზე მუშაობის მზაობას.

ასევე ჩვენ დაინტერესებულები ვართ თურქული კომპანიების საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენებით და მათი გამოცდილების ენერგიის წყაროებისა და ელექტროსადგურების მშენებლობის დივერსიფიკაციაში გამოსაყენებლად. მზად ვართ მსხვილი პროექტების ერთობლივი განხორციელებისთვის“, - განაცხადა თოყაევმა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ყაზახეთში დაახლოებით 4 000 თურქული კომპანია მოქმედებს, რომლებთან ერთადაც 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტებია განხორციელებული. ეს პროექტები მოიცავს ენერგეტიკას, მშენებლობას, მრეწველობას, სოფლის მეურნეობას, ინფრასტრუქტურას, მედიცინას, ტურიზმი და სხვა მნიშვნელოვანი სფეროები. თურქეთში ყაზახური ინვესტიციების მოცულობამ 2.5 მლრდ დოლარი შეადგინა. თოყაევმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მოლაპარაკებებზე სავაჭრო ბრუნვის ზრდის პერსპექტივებზე გაკეთდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები