მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Toyota-მ აშშ-ში გაყიდვებით GM-ს პირველად გაუსწრო

60df42d80e325
ნათია თაქთაქიშვილი
02.07.21 22:40
995
იაპონურმა ავტოკონცერნმა Toyota-მ აშშ-ს ადგილობრივ ავტომწარმოებელს General Motors-ს გაყიდვებით პირველად გაუსწრო. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ იაპონურმა ავტოკონცერნმა მეორე კვარტალში 688,813 ავტომობილი გაყიდა, ხოლო General Motors-მა 688,236 ავტომობილი.

ანალიტიკოსების განცხადებით, Toyota-ს ლიდერობა აშშ-ს ბაზარზე ჩიპების ნაკლებობით გამოწვეულ პრობლემას უკავშირდება. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, იაპონურმა კომპანიებმა ეს პრობლემა უფრო მარტივად და მალე გადაჭრეს ამერიკელ კონკურენტებთან შედარებით.

აშშ-ს ბაზარზე მესამე ყველაზე კარგად გაყიდვადი ბრენდი Ford Motors-ია. ავტოკონცერნმა მეორე კვარტალში 645,00 ავტომობილი გაყიდა. Ford-ის განცხადებით, ავტოკონცერნის წარმოება თითქმის ნახევარი მილიონით შემცირდებოდა კომპიუტერული ჩიპების მიზეზით.

Toyota-ს აშშ-ს ბაზარზე რეკორდულ გაყიდვებთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა რომ ბრენდის ლოიალური მომხმარებლების მადლიერები არიან.

„მადლიერება გვინდა გამოვხატოთ ყველა იმ მომხმარებლის მიმართ, რომელიც ნდობას უცხადებს Toyotaს და Lexus-ის ავტომობილებს. ჩვენი მიზანი არის და იქნება მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი და უსაფრთხო ავტომობილი“, - აღნიშნულია Toyota-ს ოფიციალურ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები